უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ დეპუტატები განცხადებებს აკეთებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის სოფიო ქაცარავას განცხადებით, უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს. მისივე განცხადებით, ის და სხვა დეპუტატები, რომლებმაც გუშინ "ქართული ოცნება" დატოვეს, შეხვედრას გეგმავენ.
"დაბრუნებას რაც შეეხება, მე ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. დავილაპარაკებთ დღეს კიდევ ერთხელ მათთან ვინც დავტოვეთ უმრავლესობა და ასევე ჩვენ კოლეგებთან თუ ამის საჭიროება იქნება," - განაცხადა ქაცარავამ.
კითხვაზე, აპირებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სოფიო ქაცარავა პასუხობს, რომ ასეთი გეგმები ამ წუთას არ აქვთ.
"ასეთი გეგმები ამ წუთას არაფერი არ არის. ვიკრიბებით ის ადამიანები, ვინც დავტოვეთ უმრავლესობა. არის რაღაც კითხვები, რაზეც ამ წუთას პასუხს ვერ გაგცემთ," - განაცხადა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა.